|
2017-03-28 13:56:50, 1350 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრებები გაიმართა
ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სპორტულ ოლიმპიადაში 190-ე სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. მათივე ცნობით, მეორე და მესამე ადგილები 129-ე და 32-ე სკოლებმა გაინაწილეს. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდებმა. გოგონებში პირველობა 143-ე სკოლამ მოიპოვა. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა. სასკოლო ოლიმპიადაში სულ 18 გუნდი მონაწილეობდა. ასევე ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, თბილისის ასტრა პარკში სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩატარდა შეჯიბრება. კარტინგში, ბილიარდსა და ტენისში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ცნობისთვის, სპორტულ-გასართობ ღონისძებაში 220 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. მოზარდებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ ასტრა პარკის ყველა მომსახურების მიღება. ფრენბურთის სასკოლო ოლიმპიადა და თბილისის ასტრა პარკში გამართული სპორტულ-გასართობი ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)