|
2017-03-27 20:17:20, 1673 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ხულოში საბავშვო ბაღი გახსნა
მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შევხედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფელ ქედლების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გახსნა. ,,დღეს ქედლებში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი.ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. პროექტში 260 ათასი ლარი დაიხარჯა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ძალიან მალე აქ მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება ატრაქციონები, ბავშვებისთვის ახალი გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება 4 ახალი საბავშვო ბაღის აშენებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 50 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი უკვე ორი კვირაა ფუნქციონირებს და იგი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. ბაღში 11 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და ამ ეტპაზე მისი გარე სივრიცის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედლების საბავშვი ბაღის მშენებლობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა 250 ათასი ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ ახალი საბავშვო ბაღი მშენებლობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებშიც მიმდინარეობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)