|
2017-03-27 18:47:27, 3934 ნახვა
კულტურა
ზურაბ პატარაძემ ხულოში ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა
ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრებისა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში ზურაბ პატარაძე სოფელ ოქრუაშვილებს ესტუმრა, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ოქრუაშვილების კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე, კურორტ „გოდერძის" განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტზეც ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე დააჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ შიდა სასოფლო და თემებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაზე. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ხულო მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვასა დამომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სერვისის სფეროში დაგეგმილი გადამზადების უფასოკურსების ძირითადი ნაწილი სწორედ მთიანი აჭარისაკენაა მიმართული. გადამზადების კურსები მაღალმთიან სოფლებში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)