|
2015-04-06 12:24:00, 775 ნახვა
სამართალი
დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება. მისივე განცხადებით, პაციენტს ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე ოპერაცია ჩაუტარდა. "ამჟამად ვალიერიან გრძელიშვილის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მაგრამ გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.უკვე გონებაზეა, ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუ გართულება რამე არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ჭრილობა აქვს ერთი გამჭოლი, მაგრამ ამ ერთმა გამჭოლმა ჭრილობამ დააზიანა მრავლობითად წვრლი ნაწლავები და მსხვილნაწლავი და პლიუს ღვიძლი. იყო სისხლდენა",-განაცხადა ექიმმა გია აზმაიფარაშვილმა. ამწუთებში გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან, რომელიც დაჭრილ პოლიციელს მოინახულებს. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება ამჟამად გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)