|
2017-03-27 16:40:43, 2306 ნახვა
სამართალი
აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა
აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. "სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)