07:37 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 13:59:17, 1589 ნახვა

საზოგადოება
ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუნშტაინ-საქართველო“ მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში ,,ბლაუენშტაინ-საქართველოს“ მეძროხეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება. მოხდა შეთანხმება მინი სასაკლაოზე სხვადასხვა გენერაციის მოზვრების  საკონტროლო დაკვლების ერთობლივად ჩატარებაზეც.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics