|
2017-03-26 17:56:42, 1443 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო
დღეს სასტუმრო ,,ოაზისში" ჩატარდა ფორუმი სახელმწოდებით ,,რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი». ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ფორუმი კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. რეგიონის პირველმა პირმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების განათლების საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებულ ხელშეწყობაზე და მათ როლზე რეგიონის განვითარებაში. მთავრობის თავმჯდმომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე ვიზალიბერალიზაციის თემაზე და იმ ახალ რეალობაზე და შესაძლებლობებზე, რომელსიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხშირი კომუნიკაცია და შეხვედრები მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის აუცილებელია: ,, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ახალგაზრდებს აქვთ დიდი მომავალი. ასევე მჯერა იმისაც, რომ ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას". ფორუმში მონაწილეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ფორუმი სპორტისა და ახალგარზდობის საქმეთა დეპარტამენტის „ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობის ფარგლებში" გაიმართა. ფორუმი 2 დღიანი იყო და დღეს დაიხურა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)