|
2017-03-25 15:30:40, 1420 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვი რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს იწყებს
საჩხერის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი, პირველ ოპერაციებს 1 აპრილს ჩაატარებს. ცენტრის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი სახის ოპერაციაზე მაისის ბოლომდე 20-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას 2017 წლიდან დაემატა პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც გუგა კუზანოვი თბილისიდან პერიოდულად ჩავა და, უფასო კონსულტაციების პარალელურად, ოპერაციებსაც ჩაატარებს. ექიმის განცხადებით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდეს. „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რაც ყველაზე მთავრია, პაციენტებს აღარ მოუწევთ ოპერაციებისთვის თბილისში ჩამოსვლა, რაც, გარდა დისკომფორტისა, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,“ – აღნიშნა კუზანოვმა. ოპერაციების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია: საჩხერის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუგა კუზანოვთან უფასო კონსულტაციები პერიოდულად გაიმართება, რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებზე 20%-იანი ფასდაკლება კი მაისის ბოლომდე გაგრძელდება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)