|
2017-03-25 15:04:53, 1750 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შეკრებილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. პატრიარქის თქმით, მსგავსი ფოტო ზუსტად 100 წლის წინაც გადაიღეს. ცნობისთვის, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა და მრევლს სიტყვით მიმართა. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო.1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი. 1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)