|
2017-03-25 12:34:52, 1298 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ახალ აქციებს აანონსებენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მორიგ აქციას მართავენ. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, საკრებულომ კომპენსაციის სახით 3000 ლარი შესთავაზა, რაც მოვაჭრეებისთვის მიუღებელია. "შემოგვთავაზეს 3000 ლარი და ამით უნდათ პასუხისმგებლობა მოიხსნან. ჩვენ 3000 ლარი უკვე ვალი დაგვედო, პირველადი საჭიროებისთვის ვითხოვთ 5 000 ლარს, საბოლოოდ კი ზიანის სრულად ანაზღაურებას", - აცხადებს ზვიად რაფავა. მათივე ინფორმაციით, ხვალ პარლამენტთან შეიკრიბებიან, მომდევნო დღეებში კი აქციები საელჩოების წინ გაგრძელდება. ცნობისთვის, "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 3 000 ლარი გუშინ ერთჯერადი კომპენსაციის სახით თბილისის საკრებულომ შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)