|
2017-03-25 09:50:32, 2367 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ ლილიში სროლა იყო - დაჭრილია 3 ადამიანი
საფრანგეთის ქალაქ ლილეში უცნბმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაჭრილთა შორის 14 წლის მოზარდია. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიღებული. აღნიშნული ინციდენტი, ქალაქის მეტროსადგურ "პორტ დე არესთან" მოხდა. ინციდენტი საქართველოს დროით ღამის 01:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მეტროს წინ გაჩერდა წითელი ფერის "რენო მეგანის" მარკის ავტომანქანა და მანქანაში მსხდომმა ორმა პიროვნებამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა ატეხა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს გამოძიება. სვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ამასთან, უცნობია იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)