|
2017-03-24 18:23:55, 1298 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ნოვრაზ ალიევს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ნოვრაზ ალიევს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნოვრაზ ალიევი დამნაშავედ სცნო მისი მეუღლის - კიუნაი ისაევას განზრახ მკვლელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 ივლისს, დაახლოებით23:20 საათზე, ქ.თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, აჭარის ქუჩა N1–ში, ნოვრაზ ალიევმა ეჭვიანობის ნიადაგზე,შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - კიუნაი ისაევას დანით ჭრილობა მიაყენა ყელისარეში, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო კიუნაი ისაევა მიღებული დაზიანების შედეგადსაავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნოვრაზ ალიევი იმავე ღამეს თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოვრაზ ალიევი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)