|
2017-03-24 14:57:50, 903 ნახვა
სამხედრო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამხედრო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სერჟანტთა მომზადების ცენტრი გამორჩეული და ერთ-ერთი პრესტიჟულია შეიარაღებულ ძალებში. თავად სერჟანტები შეიარაღებული ძალების იერარქიაში ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის სულიერ ფუნდამენტს წარმოადგენენ. მათ ბრძოლაში არაერთი საგმირო მაგალითი გვიჩვენეს. დღეს სერჟანტთა მომზადების ცენტრი ღირსეული ქართველის, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ სერჟანტები გიორგი ანწუხელიძის თავდადებისა და მხედრულ ტრადიციებს მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებენ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. საზეიმო ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს,ასევე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეებს, წახალისების მიზნით, მედლები გადაეცათ. თავდაცვის მინისტრმა მედალი „სამშობლოსთვის თავდადებული“ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძესა და სერჟანტ ხათუნა ახალკაცს გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხი“ მასტერ-სერჟანტი ავთანდილ ლიპარტელიანი, ხოლო მედლით„უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხი“ სერჟანტი ჯიმშერ აფრიამაშვილი და უფროსი სერჟანტი ზვიად მჭედლიშვილი დააჯილდოვა. ოთხ სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო ცხრას - მადლობა გამოუცხადეს. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრი თავდაცვის უწყებაში არსებული საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სასწავლებელია. ცენტრს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ურთიერთობა აქვს გერმანიის ჰამელბურგის ქვეითთა სკოლასთან და თანამშრომლობის ფარგლებში პერიოდულად ინსტრუქტორთა გაცვლითი პროგრამა ხორციელდება. (NS)
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)