|
2017-03-24 12:55:26, 1343 ნახვა
საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისგან, გივი კუბლაშვილისგან პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ,,მას შემდეგ, რაც ამაღლების ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენა-კეთდება ტროტუარები, ქუჩა მოეწყობა მთლიანად, თავიდან ბოლომდე. უახლოესი 10 დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოების შედეგად დასრულდება პროექტი და ქუჩა ჩაბარდება ქალაქს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 000 მ2-ზე მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელს ემატება ორი ახალი ცხაური, რის შემდეგაც დაიგება ახალი საფარი, ბაზალტის ბორდიურებით კი ტროტუარები მოეწყობა. მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელება 4 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)