01:19 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 13:04:42, 2561 ნახვა

ეკონომიკა
საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები - გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა,  საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, მათ მიერ შესწავლილი რეგიონების (ახალციხე, რაჭა, აბაშა, სენაკი) შესაძლებლობების და არსებული მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინეს.

ფრანგმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეცხოველეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპილოტე ფერმები აბაშასა და სენაკში მოეწყობა.

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება" ფარგლებში, საფრანგეთის მეცხოველების ინსტიტუტის წარმომადგენლები აპრილის თვეში მორიგი ვიზიტით ეწვევიან საქართველოს, ხოლო პროექტის დასასრულს, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლები საქართველოს ბაზრის კვლევისა და ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტს წარმოადგენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics