|
2017-03-24 12:37:43, 1304 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ხვალ აქცია „შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!“ გაიმართება
25 მარტს 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება, რომელიც ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა. აქციაზე პარლამენტის წინ განთავსდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი ბანერები/პოსტერები და მიცვალებულის “სასახლე” იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას. „ამ აქციით მოვუწოდებთ ხელისუფლებას საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით მძღოლების დაახლოებით 25%-ი (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად. საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)