|
2017-03-24 09:57:53, 1058 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის შესახებ პრეზენტაცია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგინეს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი მენეჯერი ელენე გრიგოლია ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მოხსენება „მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი - როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი" - კონფერენციის მონაწილეებს ელენე გრიგოლიამ საერთაშორისო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მოხსენებებიდან შეარჩიეს. მათივე ინფორმაციით, მოხსენებაში ელენე გრიგოლიამ ის რეფორმა წარადგენა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და ქვეყანაში მიწის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გაამატივა. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ. მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება. კონფერენცია დღეს სრულდება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)