|
2017-03-23 14:36:36, 2092 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლებში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში შსს-ს მიერ შეტანილი წვლილი. გიორგი მღებრიშვილმა შენგენის ქვეყნებში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკავშირს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს შს მინისტრმა სამინისტროში განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც უწყების დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. გიორგი მღებრიშვილმა ევროკომისარს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის, მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმირება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნა და სხვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც ევროკომისიის მიერ პოზიტიურად შეფასდა. შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა და იოჰანეს ჰანმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მხარდაჭერის მნიშვნელობას სტრატეგიული პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიმართულებით, როგორიც არის საზღვრის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რეფორმირება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)