|
2017-03-23 13:56:38, 1256 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი იოანე - სინოდის წევრები მამალაძის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან
სინოდის წევრები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდის წევრმა, გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ განაცხადა. მღვდელმთავარის თქმით, ის მზად არის გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს. „ვფირქობ, რომ სინოდის სხვა წევრებიც ჩემს პოზიციას იზიარებენ“, - განაცხადა რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა. როგორც იოანე გამრეკელმა აღნიშნა, უნდა დაიკითხონ ადამიანები, რომლებიც გიორგი მამალაძის საქმიანობას იცნობენ. ცნობისთვის, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლითავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)