16:11 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 13:37:37, 2065 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: პარლამენტის წევრები იქცევიან უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს აცხადებენ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე

,,აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტის წევრები იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარს აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე’’, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

,,ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ გუშინ, როდესაც მათ სურდათ ადამიანების უკანონო მოსმენების გაგრძელების შესაძლებლობის სუს-ისთვის დატოვება, როგორ თამამად აკეთებდნენ განცხადებებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, ხოლო დღეს, როდესაც რეალურად უნდა მოხდეს რეგიონში არსებული საკმაოდ მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება უკვე აღარ ახსენდებათ სახელმწიფო უსაფრთხოება’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics