|
2017-03-23 11:30:30, 2233 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში იმარჯვებს, რაც ხაზს უსვამს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ საუკეთესო მომსახურებას. Global Finance გამარჯვებულ ბანკებს არჩევს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება და ინოვაციური პროდუქტები. „მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულს უკვე მეცხრედ იღებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ბანკის გამორჩეულ ფინანსურ შედეგებს და ბანკის ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. თიბისი ბანკმა Global Finance-ის ჯილდო 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)