|
2017-03-22 20:08:48, 1430 ნახვა
საზოგადოება
უფლისციხის ბაზაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა
უფლისციხის ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. "თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა. შავაძე, ა/წ 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)