|
2015-04-05 10:50:33, 603 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს პედაგოგები და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა უმასპინძლა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტში“ 12 ქვეყნის მოქალაქე და 19 ეროვნების მოსწავლე სწავლობს. სტუმრები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2015 წლის სექტემბრიდან აკადემიაში საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან, თანამედროვე სწავლებას სთავაზობს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აცნობეს, რომ საბაკალვრო პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები წარუძღვებიან უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით და სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, რომლებიც საბაკალავრო პროგრამას და სხვა საკითხებს ეხებოდა, ამომწურავი პასუხები მიიღეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები. მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)