|
2017-03-22 18:34:19, 1374 ნახვა
საზოგადოება
ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა
ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციისთვის საჭირო თანხა საქველმოქმედო აუქციონით შეგროვდა. ხელოვანებმა თანადგომა რამდენიმე თვის წინ, შემოქმედებით გამოხატეს. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 150-ზე მეტი მხატვრის ნამუშევრები ხუთი გალერეის და საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ ორგანიზებით აუქციონზე გამოიფინა. შეგროვილი თანხით ოლეგ ტიმჩენკოს ოპერაცია და შემდგომი სარეაბილიტაციო კურსი დაფინანსდა. „ეს მოხდა სასწრაფოდ. ჩვენ არ დავფიქრებულვართ, მაშინვე ჩაერთო საზოგადოება „თბილისელი“ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. მთავარია, რომ ადამიანი ჯანმრთელია და ემზადება იმისთვის, რომ უფრო მეტი ნამუშევარი შექმნას“,- აცხადებს საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი. საზოგადოება "თბილისელისთვის" ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქველმოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. 2015 წლის ივლისში, საზოგადოება "თბილისელისა" და მოსკოვში მოღვაწე ქართველების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის დედაქალაქში საღამო "თბილისის მეგობრები" გაიმართა. საღამოზე ჩატარებულ აუქციონზე თითქმის მილიონი ლარი შეგროვდა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მოხმარდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხით 15 დაზარალებულ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ბინა, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით გადასცეს.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)