|
2017-03-22 17:49:27, 2000 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე „ოცნებას“: დეპუტატები საკუთარ პრეზიდენტს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაში სდებენ ბრალს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში უამრავი ბერკეტი აქვს დატოვებული იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რუტინული კონტროლის ქვეშ იყოს. როგორც დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფარული მიყურადება მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევას მოახდენს და წარმოშობს სისტემურ საფრთხეს. "სავალალოა, რომ ორ წელზე მეტია მიმდინარეობს ერთი სისტემის შექმნაზე მუშაობა და ვერ შეიქმნა ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას და მის პრინციპულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ორგანო იყოს სსიპ-ი. გვინდა, რომ ეს იყოს დამოუკიდებელი ორგანო”, - განაცხადა დოლიძემ. ამასთან, ანა დოლიძის თქმით, ყველა ორგანომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა, გარდა მმართველი გუნდისა. "სამწუხაროდ ერთადერთი ორგანო, რომელიც გამუდმებით უარს ამბობს კონსულტაციაზე არის უმრავლესობა, "ქართული ოცნება" და ჩემთვის ეს ძალიან სევდიანი ფაქტია", - დასძინა ანა დოლიძემ. გარდა ამისა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი თავისი განცხადებებით, პრეზიდენტს შპიონაჟში ადანაშაულებს. ყურადღება უნდა გავამახვილო რამდენიმე ხმამაღალ განცხადებებზე, რომელიც მმართველი გუნდის წევრებმა გააკეთეს, მათ შორის არჩილ თალაკვაძემ. დაისვა კითხვები, ხომ არ არის ქვეყნის მთავარსარდალი დაინტერესებული ქვეყნის უსაფრთხოების დასუსტებაში, კერძოდ კი, ვციტირებ: "ხომ არ ვტოვებთ უსაფრთხოების ნორმების გარეშე ჩვენს ქვეყანას?". მეგობრებო, მინდა რომ ყველამ გავითვალისწინოთ, საქართველოს პარლამენტიდან ამ ტიპის განცხადებების გაჟღერების ეფექტი. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვეტოთი, ჩვენ ვთავაზობთ, მხოლოდ და მხოლოდ, იმას რომ სააგენტო დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს. ეს არის ჩვენი შენიშვნების მთავარი არსი. თქვენი ინსინუაციით, საქართველოს მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე არის დაინტერესებული ქვეყნის უშიშროების დასუსტებაში. მინდა, რომ ერთი წუთით დაუფიქრდეთ განცხადების შინაარს და მის ეფექტს ჩვენი ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ბრალს დებენ საკუთარ პრეზიდენტს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაში. ასეთი ტიპის განცხადებები მრავალი წლის განმავლობაში მომისმენია და უკვე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, თუმცა სამწუხაროა ამ ტრიბუნიდან, ამ შემადგენლობიდან კიდევ ერთხელ მსგავსი განცხადებების მოსმენა. და ბოლოს, თუ თქვენ იმ პირებმა ვინც გააკეთეთ ეს განცხადებები, გესმით თქვენი განცხადებების შინაარსი, მოგიწოდებთ გადადგათ შესაბამისი მუხლები, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შპიონაჟზე. იცით, რომ ასეთი მუხლები არსებობს. სხვა შემთხვევაში მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, რომლის გახსენებაც არც თქვენ, არც ჩვენ და არც მოსახლეობას არ სურს", - მიმართა ანა დოლიძემ მმართველ გუნდს.
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)