|
2017-03-22 13:42:45, 1312 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძირითადი ვალდებულებების შესახებაც ისაუბრა და მათი შესრულების ნაწილში ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ განვითარების სააგენტო მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელშემწყობ პროექტებს განახორციელებს. თბილისში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლობის ოფისი დღეს, 22 მარტს გაიხსნება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)