14:48 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 12:34:58, 2185 ნახვა

კომენტარი
თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. 

საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებულ პროექტს - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. 

მამუკა ახვლედიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მეორედ იკითხება, თუმცა ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაინტერესდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ კონკრეტული პროექტით. 

ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ ბრალს. 

"ყველაფერი არის მიმართული პოლიტიკური ფიგურების და უალტერნატივო, მთავარი ოპოზიციური ძალის "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ მიმართული. მე ვახორციელებ ძალიან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და სწორედ ამიტომ ფინანსთა საგამოძიებო სამსახური ჩემით დაინტერესდა, რომ მოხდეს ზეწოლა ჩემზე და ჩემს პოლიტიკურ მოძრაობაზე", - აღნიშნა ახვლედიანმა. 

გამოძიება თანხების მითვისების და გადასახადებზე თავის არიდების მუხლებით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი 2009 წელს განხორციელდა, მაშინ როცა თბილისის მერი გიგი უგულავა, ხოლო ვიცი მერი მამუკა ახვლედიანი იყო. პროექტი ითვალისწინებდა დეველოპერული სამშენებლო კომპანიებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვას, რათა ამ ფართეით შემდგომ დაკმაყოფილებულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდენ ძველი თბილისის არეალში და მათი საცხოვრებელი იყო ავარიული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics