|
2017-03-22 12:32:13, 1110 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
22 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. #32, B კორპუსი B 202-ე აუდიტორია) გაიმართება დასკვნითი ღონისძიება პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლის სტუდენტებისათვის.“ პროექტი განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორია გაეცნობა შემაჯამებელ პრეზენტაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც განხორციელდა პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ ფარგლებში. პროექტის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი, წარმატებულებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი გადასცემს ქინდლებსა და სხვა საჩუქრებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სახელით გადაეცემათ ასევე ფასიანი პრიზები. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის მიმდინარეობაში. პროექტის მონაწილე სტუდენტები, ,,საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)