|
2017-03-22 09:32:06, 1304 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგროლოს ეწვევა
ზუგდიდში, დღეს 11:00 საათზე, C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი იხსნება, გახსნის ცერემონიას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება. ხვალვე, პრემიერი ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს გახსნის. 14:00 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)