|
2017-03-21 22:06:30, 2572 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ თანამდებობიდან გადადგა. საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ დღეს, ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრუნო ლე რუს ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე. თუმცა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს შვილებმა საერთო ჯამში 55 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)