04:43 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 17:35:05, 1229 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისიში მოქმედი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული აზერბაიჯანული ანსამბლები. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიმ აბანოთუბანში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

„ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, დღისა და ღამის გათანაბრებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამობა დაკავშირებულია სიახლესთან, სიკეთესთან. მე დღეს სიამოვნებით ვუერთდები ამ ზეიმს და მოვედი აქ, რათა მივულოცო ყველას და შევუერთდე საზეიმო განწყობას. კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. 

ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics