15:20 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 14:17:53, 1871 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები არიან ერთიანი ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი შემადგენელი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა იმ ჩართულობისთვის, რომლითაც საზოგადოებას აძლიერებენ.

„ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ  განახლებულია მარნეული, თქვენი შრომით, ღვაწლით, დაუღალავი მუშაობით კიდევ უფრო ლამაზი ხდება თქვენი ქალაქი. მინდა, მადლობა გითხრათ იმ მუშაობისა და თავდადებისთვის, რომლითაც აძლიერებთ ჩვენ ერთიანს სამშობლოს. მინდა, მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები არიან მართლაც მნიშვნელოვანი შემადგენელი ქართული ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის. 

„სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ; ერთად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო,  აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცენ კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყონ მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონის. გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics