|
2017-03-21 12:21:43, 1056 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღსა და „ნიკორა სუპერმარკეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ნიკორა სუპერმარკეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ და „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის შევსება-განახლების, მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევისა და შესწავლის, ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების ზრდის და ზოგადად, საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ბოტანიკურ ბაღს მიზნობრივად დააფინანსებს 100 000 ლარის ოდენობით. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. მისი განცხადებით, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კერძო სექტორი, საჯარო სექტორთან ერთად, საზოგადოების კეთილდღეობის ასამაღლებელ ღონისძიებებში ერთვება. „ბოტანიკურ ბაღთან ხელმოწერილი შეთანხმება, კლასიკური ნიმუშია იმისა, როგორი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე უნდა იყოს კომპანია, რომ ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას; იმას, რომ ბოტანიკურ ბაღში მეტი უკეთესი პროექტი გაკეთდეს, მეტი ტურისტი და ვიზიტორი მოვიზიდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც შემოწირულობის ფარგლებში დაფინანსდება. „თანხა, რომელიც შემოწირულობის სახით იქნება მობილიზებული ბოტანიკური ბაღის ანგარიშზე, ბოტანიკური ბაღის მიერ ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით, მცენარეთა მრავალფეროვნების სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების დასაფინანსებლად, აგრეთვე საგანმანათლებლო საქმიანობისა და რაც მთავარია ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის შევსება-განახლების აქტივობებზე დაიხარჯება,“- განაცხადა თამაზ დარჩიძემ. საქართველოში ეს ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კერძო კომპანია უშუალოდ ერთვება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კვლევის საქმეში, კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების ფინანსური მხარდაჭერის გზით.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)