|
2017-03-20 18:55:59, 1141 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უერთდება
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საჩხერის სამედიცინო ცენტრი მთელი პასუხისმგებლობით უერთდება. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, ყოველი 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ერთი კონკრეტული უფლებისთვის ბრძოლის დღეა ხოლმე - განათლების, შრომის, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების და მათზე წვდომის... დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია: „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. სამწუხაროდ, დაუნის სინდრომის მიმართ საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ჯერ ისევ დაბალია, რაც იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების გარკვეულ იზოლაციას. მსოფლიო საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბრძოლის იარაღად „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) აქცია აირჩია, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ: „ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა“ არ არის დაავადება, არ არის გადამდები, არ არის მემკვიდრეობითი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. არ შეიძლება ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება. „მზის შვილები“ ჩვენი მეგობრები არიან და „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. საჩხერის სამედიცინო ცენტრი მზად არის, თავისი მიმართულებით პასუხისმგებლობა აიღოს და საჩხერის რეგიონში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)