02:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:30:54, 1371 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

 შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე. 

მათივე ინფორმაციით, მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. 

გარდა ამისა, ხორციელდება გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics