|
2017-03-20 14:14:23, 2246 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მეწარმეები პროგრამაში „Fit for Partnership with Germany“ მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ძალისხმევით 22 ქართველი მეწარმე პროგრამის „Fit for Partnership with Germany“ ფარგლებში, 19 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრება და ტრენინგებსა და მათთვის საინტერესო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაესწრება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. პროგრამის „Fit For Partnership“ მონაწილეებისათვის, ძირითადი ამოცანაა: გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა; საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება და კონტაქტების დამყარება გერმანულ კომპანიებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება. ამასთანავე, სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCTFA) შესახებ. აღნიშნული კურსი კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ გერმანულმა მხარემ უკვე მეორედ გამოთქვა მზაობა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ კურსის განმეორებით ორგანიზებაზე, რადგან სწორედ გასული წლის თებერვლის თვეში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ 18 კომპანიის მენეჯერი შეარჩია სხვადასხვა სექტორიდან, (საკვები და სასმელი პროდუქტების ინდუსტრია, ფარმაცევტიკა, ღვინის, წვენების, ჯემებისა ბოთლების წარმოების ინდუსტრია და ა.შ), რომლებიც სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პირველ სასწავლო კურსს 2016 წლის 14 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით დაესწრნენ და საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს გერმანულ მხარეზე. ცნობისთვის, მეწარმეობის განვითარების სააგენტო გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMWi) პროექტის „Fit for Partnership with Germany“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, მენეჯერთა გადამზადების პროგრამის განხორციელების საკითხში გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) 2014 წლიდან თანამშრომლობს და ქართული კომპანიების წარმომადგენლების გერმანიაში სწავლებისა და ბიზნეს კავშირების დასამყარებლად მივლინებას უზრუნველყოფს.
(NS)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)