|
2017-03-20 12:48:36, 1346 ნახვა
საზოგადოება
„აფბაში“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას უშინაარსო დოკუმენტს უწოდებენ
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე აცხადებს, რომ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა უშინაარსო დოკუმენტია ან მასში რაღაც ისეთი იმალება, რისი გადაფარვაც პოპულისტური თემებით სურთ. „ზოგადად ქალაქის განვითარების შესახებ ძირითადი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს მრავალ ასპექტს. ჩვენ, როდესაც მსგავს დოკუმენტებზე ვსაუბრობთ, გვახსენდებამხოლოდ არქიტექტურა და ეკოლოგია და პრობლემატიკის დასმა სწორედ ამ კონტექსტში ხდება, თუმცა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქში იქმნება, მნიშვნელოვანი ხდება ის ეკონომიკური ცხოვრების მოდელი, რასაც დედაქალაქის სამომავლო განვითარების ძირითადი დოკუმენტი იძლევა. ამ კონტექსტის გარეშე ჩემთვის რაიმე გეგმის განხილვას აზრი არ აქვს. ამ ფონზე, მთავრი პრობლემა, სწორედ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი დოკუმენტის შესახებ საზოგადოებამ სულ რამდენიმე, კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხის შესახებ იცის, ისიც ზედაპირულად. მაგალითად, დოკუმენტში საუბარია რკინიგზის გადატანაზე და შემოვლითი რკინიგზის პროექტის განახლებაზე, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი წელია ამ თემაზე ვსაუბრობთ, არის უამრავი არგუმენტი და არაფერი იცვლება. ასევე, საუბარია ელიავას ბაზრობის გადატანაზე, ესეც ძველი თემაა, პრაქტიკულად, ყოველ წელს ეს ბაზრობა სადღაც გადააქვთ. გარდა ამისა არის ზოგადი საკითხები, - ხეები უნდა დავრგოთ, რეკრეაციული ზონები განვავითაროთ, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ“,- აცხადებს ზურა კუკულაძე. მისივე თქმით, დოკუმენტის ავტორებისგან მას არ მოუსმენია რეალური ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, როგორი და რა ფუნქციის მატარებელი ქალაქი უნდა იყოს თბილისი, სად იქნება ეკონომიკური კერები, სად დასაქმდება ხალხი, როგორ დაუკავშირდება ეს ცენტრები ერთმანეთს, რა ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ ეკონომიკის ახალი სექტორები გაჩნდეს, ან არსებული განვითარდეს. „ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ეს გეგმა უბრალოდ უშინარსო დოკუმენტია, ან მასში რაღაც ისეთი იმალება, რის გადაფარვა და მიჩქმალვა ზემოთხსენებული პოპულისტური თემებით სურთ“,-აღნიშნავს კუკულაძე. ახლო მომავალში თბილისს ახალი გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეს, დედაქალაქის მერიის დაკვეთით, დოკუმენტზე კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მუშაობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში ძირითადი ყურადღება ეკოლოგიისა და გამწვანების პრობლემებს მიექცევა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)