|
2017-03-20 11:47:02, 1973 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ოთო კახიძე: პროკურორი პოლიტიკური მესიჯების მიღებითა და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ პროკურორმა დაიცვას მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, ის პოლიტიკური მესიჯების მიღებითა და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული. ამის შესახებ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე, ძალაში რჩება: „საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი იღებს კონკრეტულ მესიჯებს, რომელსაც შემდგომ ერთხმად აჟღერებენ, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ „რუსთავი2“ საქმის უკან იდგა ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ინფორმაციაში, გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ დაკვეთებს და მესიჯ ბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად იღებს, საქართველოს მთავარი პროკურორი. კანონის მიხედვით პროკურატურა არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან და იმის ნაცვლად, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით. მინდა განვაცხადო რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე კვლავ ძალაშია და ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დაუშვებელია საქართველოს მთავარი პროკურორი პირდაპირ და ღიად ასრულებდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს“,-აღნიშნა ოთო კახიძემ.
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)