|
2017-03-20 09:40:08, 1562 ნახვა
საზოგადოება
ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა
რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ბუქარესტში 8:7 აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც 6-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგო და ბორჯღალოსნებთან საზიარო “ანთიმოზ ივერიალის თასი” შემართა. ამრიგად რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონის ტიტული და საქართველო - რუმინეთის საზიარო, ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასი ერთი წლით ბუქარესტში დაიდებს ბინას. წინ ბორჯღალოსნებს ივნისის ტესტების კამპანია - ამერიკის ტურნე ელით. 10 ივნისს ჩვენი ნაკრები სტუმრად ჯერ კანადას ერკინება ქალგერიში, 17 ივნისს აშშ-ს ვეთამაშებით (ადგილი ჯერ არ დასახელებულა), ხოლო საზაფხულო ტესტების ბოლო ოფიციალურ ტესტში, 24 ივნისს პუმებთან სათამაშოდ არგენტინას ვესტუმრებით. ამ ტესტების გარდა ასევე დაგეგმილია, არაოფიციალური ორი, ამხანაგური მატჩი არგენტინა 15-თან და ურუგვაის ნაკრებთან. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. სანაკრებო სეზონის დასრულებამდე შინ ბორჯღალოსნების ქომაგობის შესაძლებლობა ნოემბერში მოგვეცემა, თუმცა განრიგი ჯერ არაა დასახელებული. წყარო-საქართველოს რაგბის კავშირი
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)