|
2017-03-19 12:22:59, 1359 ნახვა
საზოგადოება
ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფეიქრების ქუჩაზე გზის 2.3-კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. „ფეიქრების ქუჩაზე გზა ძალიან იყო დაზიანებული, რის გამოც მისი კაპიტალური შეკეთების გადაწყვეტილება მივიღეთ. ქუჩაზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და, ასევე, ეწყობა ტროტუარები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა გამოცვალა, ჩვენ ვაკეთებთ სანიაღვრე ქსელს, რომლის შემდეგაც დაიგება გზის საფარი. მოწესრიგებული ტროტუარი მოქალაქეებს ფეხით თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მათივე ინფორმაციით, ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის 6 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი დასრულებულია. გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 815 000 ლარი. სამუშაოები ივლისში დასრულდება. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)