02:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-19 11:54:22, 1417 ნახვა

საზოგადოება
ხვალ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით დღეს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქ თბილისში დღეს +8 გრადუსი სითბო იქნება და დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 20 მარტს დღის მეორე ნახევარში წვიმას პროგნოზირებენ, ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, 21 მარტს +12 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო 22 მარტს +15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +18 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, მთიან რაიონებში +15 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში +8 გრადუსს ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოს ბარში, სინოპტიკოსების ცნობით, დღეს +19 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებშიკი- +15 გრადუსი.

თუმცა, ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics