|
2017-03-18 14:10:48, 1526 ნახვა
საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, ნაძალადევში გვაზაურის მეორე გასასვლელის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება
ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მერის მოადგილე და გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, გვაზაურის მეორე გასასვლელში მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ქუჩაზე ასევე გამოიცვალა წყალსადენი მილის დაზიანებული მონაკვეთი. ქუჩის ფართობი 2558 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო ღირებულება 146 962 ლარს შეადგენს. ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის დაკვეთით ხორციელდება. გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარი ამ დრომდე არასდროს დაგებულა. მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვაზაურის პირველ გასასვლელშიც გეგმავს.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)