|
2017-03-17 18:36:13, 1278 ნახვა
საზოგადოება
„დამიწვეს, გამინადგურეს ადგილი, სადაც 22 წელი ვმუშაობდი“ - დაზარალებული მოვაჭრეების აქცია გრძელდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას უკვე 4 დღეა მართავენ. დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობისგან კონპენსაციის გადახდას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქეთევან ხუნჯუამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, დაზარალებული მოვაჭრეები კვირას ფართო მასშტაბიან აქციას გეგმავენ და მოუწოდებენ საზოგადოებას გვერდში დაუდგნენ. მისივე თქმით, მათი მოთხოვნები არ შეიცვლება და მთავრობამ პირველ რიგში მათ დაზარალებულების სტატუსი უნდა მიანიჭოს. "ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი პირველივე დღიდან. პირველ რიგში გვინდა, რომ მთავრობამ დაზარალებულად გვაღიაროს, მოგვცეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე, ვითხოვთ კომპენსაციას. ნურავის ჰგონია, რომ ჩვენ გავჩერდებით. ჩვენ მთავრობამ შიმშილისთვის, სიცივისთვის და ქუჩაში დგომისთვის გაგვწირა. არავის ნაშრომს არ ვითხოვთ. არავის არ ვეუხეშებით და კაბინეტში არ ვუვარდებით. ვითხოვთ ჩვენს ნამუშევარს. მოვიდნენ, დამიწვეს, გამინადგურეს ადგილი, სადაც 22 წელი ვმუშაობდი. ჩვენ თავს დაუცველად ვგრძნობთ, ჩვენს გვერდით არც პოზიციაა არც ოპოზიციაა. ალიბეგაშვილს და ნარმანიას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია. ბანკებმა 6 თვით გადაუვადეს დაზარალებულებს სესხები, მაგრამ უფრო მეტი უნდა შეიტანონ მერე ამ ადამიანებმა. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს დიდი აქცია პარლამენტის შენობის წინ. ყველას მოვუწოდებთ, რომ გვერდით დაგვიდგნენ. ორშაბათს მივდივართ პროკურატურასთან და შემდეგ ამერიკის საელჩოსთან. ჩვენ ხმას ყველას მივაწვდენთ", - აღნიშნა ქეთევან ხუნჯუამ. შეგახსენებთ, რომ ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებენ, რომ ოქროს საცავები სწორედ აღნიშნულ შენობაში იყო განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)