|
2017-03-17 18:16:15, 2290 ნახვა
ეკონომიკა
El Al Israel Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ისრაელის წამყვანი ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით, რომელზეც 2016 წელს ფრენები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულის პიკურ პერიოდში ფრენები კვირაში 8 სიხშირით, ხოლოს სეზონის ბოლომდე კვირაში 6 სიხშირით განხორციელდება. კერძოდ მარტის ბოლოდან ფრენები კვირაში 4 სიხშირით განხორციელდება. 2 მაისიდან ავიაკომპანია დაამატებს 2 სიხშირეს და ფრენა შესრულდება კვირაში 6 სიხშირით, ხოლო 26 მაისიდან 23 ივნისამდე დაემატება კიდევ 2 სიხშირე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 8 სიხშირით. 23 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28.10) ფრენები განხორციელდება კვირაში 6 სიხშირით. ორივე მიმართულებით ფრენები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საავიაციო უსაფრთოხოებისა და უშიშროების სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით „El Al Israel Airlines“ ერთ-ერთ მოწინავე ავიაგადამზიდველად ითვლება მსოფლიოში. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)