|
2017-03-17 17:45:15, 1330 ნახვა
საზოგადოება
„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, კობში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა უნგრეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სასრიალოდ იყო ჩამოსული - ის გუდაურის სათხილამურო ტრასებიდან კობის მიმართულებით 5 კილომეტრში გადავიდა. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტი გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის სათხილამურო კურორტებს მოიცავს. ყველა მოქმედი სათხილამურო გზა აღჭურვილია მარკირებული ნიშნებით, გუდაურის სათხილამურო გზებზე კი უსაფრთხოების მიზნით 18 მაშველი და 22 მოთხილამურე პატრული მუშაობს. ამასთან,გზები აღჭურვილია უსაფრთხოების ბადეებითა და ყველა იმ ნიშნით, რომლებიც მოთხილამურეებს ატყობინებს, თუ სად არის შესაძლებელი სრიალი და სად - არა. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ზვავსაშიშროების საფრთხე გაიზარდა. სწორედ ამიტომ ტურისტებისუსაფრთხოების მიზნით, მოგიწოდებთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას“,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)