|
2017-03-17 17:35:14, 1305 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საგაზაფხულო რგვები გრძელდება
სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში #166-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერი დავით ნარმანია ეკოლოგიისა და გამწვანები სამსახურის უფროს გიორგი წერეთელთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, სეზონური გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ბაღის ტერიტორიაზე კვიპაროსის და ელდარის ფიჭვის ნერგები დარგეს. აქციაში, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ,,თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. „საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დღეს 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ეს აქცია გამორჩეულია იმით, რომ ბავშვები თავად არიან ჩართულები, სწავლობენ, ხეების დარგვას და მათ მოვლას. პატარებს ეცოდინებათ, როგორ იზრუნონ გარემოზე. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიება მნიშვნელოვანია ბაღის აღსაზრდელებისა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, რადგან იქმნება უფრო ჯანსაღი გარემო“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხე-მცენარეები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)