|
2017-03-17 15:09:45, 1236 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია რუმინეთის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი ესწრებოდა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. დავით ნარმანიამ ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნესურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წელს ითვლის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება პარკირების სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. „ჩვენ აქტიური ურთიერთობები გვაქვს ბუქარესტთან ბიზნესის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. ამჟამადვმუშაობთ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში, ეს ურთიერთობები მეტ დატვირთვას იძენს. ჩვენი მიზანია ამ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. რუმინეთის ელჩმა თბილისის მერს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)