|
2017-03-17 13:39:19, 1789 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
დოლიძე: მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებული არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ. როგორც ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის კომიტეტის სხდოომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თუკი მოქალაქემ შენგენის ზონაში მძიმე დანაშაული ჩაიდინა და მისი დეპორტაცია ამით იყო განპირობებული, მას უვიზოდ მიმოსვლის უფლება არ ექნება. დოლიძემ უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეკითხვას უპასუხა. დეპუტატი დაინტერესდა, ისარგებლებენ თუ არა უვიზო რეჟიმით რეადმისირებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები. ”გააჩნია რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუკი მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა თუკი ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის ვადას გადააცილა 10-15 წლის წინ და გაუკეთეს დეპორტაცია, შესაძლოა ისარგებლოს. დოგმატური აღარ არის. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)