|
2017-03-17 12:07:20, 1495 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოვალეობას დროებით ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს
მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უხელმძღვანელებს, -ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია. ცნობისთვის, ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში. საქართველოს იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა და საქმიანობას იმავე წლის 25 ოქტომბერს შეუდგა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)