|
2017-03-17 11:59:25, 2124 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს ძლიერი პრემიერი ჰყავს, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის მტკიცებით, დღეს მთავრობაზე ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური გავლენა არ აქვს. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს გიორგი კვირიკაშვილის სახით ძლიერი პრემიერი ჰყავს. „გავლენა, მოსაზრება და ავტორიტეტი არის ერთი თემა, მმართველობა არის მეორე. დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერი, ძლიერი ფიგურა, რომელსაც პატივს ვცემ. მე ვარ ამ მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)